logo
ENG



"საერთო არაფერი გვაქვს" - ზელენსკი პრიგოჟინის სიკვდილზე

24 აგვ 202316:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/24/ubqt3feigki4xzd.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინას ამასთან არაფერი აკავშირებს.

"ამასთან საერთო არაფერი გვაქვს. ყველას ესმის, ვინ მონაწილეობს მასში", - განაცხადა მან.

ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.


close დახურვა